1 ნოემბერი, 2016

“თსუ გორდელა” გრანპრის მფლობელია

gordelaივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა ანსამბლი “თსუ გორდელა” გრანპრის მფლობელია.

ქართველმა მომღერლებმა უმაღლესი ჯილდო ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე “FIESTALONIA” დაიმსახურეს, სადაც ნომინაციაში ხალხური მუსიკა პირველობა არავის დაუთმეს.

ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ორგანიზატორებმა ქართველები საუკეთესოებად დაასახელეს და უმაღლესი ჯილდოც “თსუ გორდელას” მიანიჭეს.