28 ნოემბერი, 2016

“დიდი თხოვნით მოგმართავთ”

nuka-saaxalwloმომღერალი ნუკა კვალიაშვილი თავისი პირდაპირობით არის ცნობილი. ის ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, კარგად ესმის, რომ მწარე ენა აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ ასე ცხოვრება სწორია.

თავისი პირდაპირობა და მტკიცე ხასიათი ნუკამ კიდევ ერთხელ გამოავლინა:

“დიდი თხოვნით და პატივისცემით მოგმართავთ: საახალწლო კონცერტებზე სამგლოვიარო 1-საათიან სიმღერებს ნუღარ შემომთავაზებთ. საბედნიეროდ, ვიცი რო სიმღერა შემიძლია და არ მჭირდება ისეთი სიმღერა, სადაც ჩურჩულია საჭირო…

მომღერლებს თუ არ სცემთ პატივს, ხალხს მაინც ეცით, რო ახალი წლის ღამეს პანაშვიდი არ მოასმენინოთ…. მარაზმია მეტი არაფერი, ხალხი ელოდება ქუჩაში სიცივეში რამე მხიარულ სიტუაციას და ასმენინებ სამგლოვიარო სიმღერებს…

და ფულის გამო კიდე არც თავს დავიმცირებ და არც ხალხს დავამცირებ!”