28 ნოემბერი, 2016

დათა თავაძე FAST FORWARD-ზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა

dataახალგაზრდა რეჟისორი დათა თავაძე ევროპის ახალგაზრდა რეჟისორების ფესტივალზე FAST FORWARD საუკეთესოდ დასახელდა.

ეს ტიტული მან სამეფო უბნის თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის “ტროელი ქალები” დაიმსახურა. “ტროელი ქალები” დომუმენტური სპექტაკლია ომგამოვლილ ქალთა რეალური ისტორიების მიხედვით, რომლის ტექსტიც დავით გაბუნიას ეკუთვნის, კომპოზიტორი კი ნიკა ფასურია.

სპექტაკლში მონაწილეობენ კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, ქეთა შათირიშვილი, სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია.

დათა თავაძე 2018/2019 წლის თეატრალურ სეზონზე დრეზდენის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლს დადგამს, მისი ახალი სპექტაკლი “პრომეთე / 25” კი 2017 წლის აპრილში ETC-ის (European Theatre Convention) ფესტივალზე იქნება ნაჩვენები.