3 ნოემბერი, 2016

გადაარჩინეთ ქართული კინო!

1nino-basiliaრეჟისორმა ნინო ბასილიამ და მისმა ფილმმა “ანას ცხოვრება” უკვე მოასწრო არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობა და მთავარი პრიზებისა და ჯილდოების მოპოვება.

ფილმი არგენტინის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს და ახლა გერმანიაში, კოტბუსის კინოფესტივალზე ჩვენებისთვის ემზადება, თუმცა რეჟისორის განცხადებით, ფილმს პრობლემები შეექმნა.

ნინო ბასილია:

“ფილმი “ანას ცხოვრება” გაიჭედა არგენტინის ფესტივალზე, ამიტომ ცოტა დროა გერმანიაში, კოტბუსის ფესტივალზე ჩვენების დღემდე.

გადაარჩინეთ ქართული კინო და თუ კი ვინმე მოდის თბილისიდან ბერლინში, გამოატანენ ფილმს დღესვე, ან ხვალ.”