Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ძეგლი რა დამსახურებისთვის?”

21 ნოემბერი, 2016

irakli-chaდედა ენის ბაღში მუსიკოსისა და მომღერლის ირაკლი ჩარკვიანის 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამგანზომილებიანი სკულპტურა გაიხსნა.

ხელოვანის გულშემატკივრებში ამ სიახლემ დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც დედა ენის ბაღში “მეფის” სკულპტურის დადგმა გააპროტესტა. ერთ-ერთი მათ შორის ნონა შარაბიძეა, რომლისთვისაც გაუგებარია რა დამსახურებისთვის დაუდგეს ძეგლი ირაკლი ჩარკვიანს.

ნონა შარაბიძე:

“დედა ენის ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სამგანზომილებიანი ქანდაკება გაიხსნა.

საერთოდ, მიცვალებულზე ვცდილობ, ბევრი არ ვილაპარაკო და კრიტიკისგან თავი შევიკავო, მაგრამ კითხვა მაქვს: ძეგლი რა დამსახურებისთვის?

ნუ, ვეღარ ერკვევიან, ვის უნდა აღუმართონ ძეგლი?

სულ პატარა საერთო სახალხო სიყვარული არ უნდა გააჩნდეს?

ვითომ მომღერალმა თუ პოეტმა, სიცოცხლეშივე „მეფე“ დაირქვა, ჩვენ კი ამ „კაიფარიკის“ ძეგლები უნდა აღვმართოთ, თან ჩვენთვის ესოდენ სათუთ „დედა ენის“ ბაღში!..

გავიხსენოთ: წამალზე იწვა, ბოლოს წამალში გაიპარა!..

„შენ აფრენ“ – ძეგლები დავუდგათ, კი, ნამდვილად ვაფრენთ!

იგივე მეორდება, რაც ჯაბა იოსელიანის, ან სხვა მოღალატეების პანთეონში ჩადების შემთხვევაში მოხდა!”