Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

„ყველაზე ორიგინალური პეპი“ და „ყველაზე ორიგინალური ემილი“

3 ნოემბერი, 2016

emili14 ნოემბერს მსოფლიოში სახელგანთქმული შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. მას წელს 109 წელი შეუსრულდებოდა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი ყველასათვის საყვარელი საბავშვო მწერლის დაბადების დღეს განსაკუთრებით აღნიშნავს და პატარა მაყურებელს ფოტოკონკურსს სთავაზობს „ყველაზე ორიგინალური პეპი“ და „ყველაზე ორიგინალური ემილი“.

7-დან 13 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ კონკურსანტის ერთი ფოტოსურათი თეატრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მესიჯით. ფოტო უნდა ესადაგებოდეს მოცემულ თემას კონკურსანტის ხასიათით, ჩაცმულობით, ვარცხნილობით, აქსესუარებით… გამოგზავნისას მიუთითეთ კონკურსანტის სახელი, გვარი და ასაკი.

კონკურსიდან მოიხსნება ფოტოშოპში დამუშავებული ფოტო. „ორიგინალური პეპის“ და „ორიგინალური ემილის“ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები ლაიქების ოდენობით გამოვლინდებიან.

https://www.facebook.com/MozardmaqurebeltaTeatri/ კონკურსანტების ფოტოსურათები თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ერთი ალბომის სახით გამოქვეყნდება 14 ნოემბერს. კონკურსი გაგრძელდება 28 ნოემბრის ჩათვლით. გამარჯვებულები ორ კატეგორიაში – „ყველაზე ორიგინალური პეპი“ და „ყველაზე ორიგინალური ემილი“ 30 ნოემბერს დასახელდებიან.

ვისაც არ გახსოვთ ლინდგრენის ნაწარმოები „ემილის თავგადასავალი“ შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენი თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან ვებ-გვერდზე www.mozardi.ge და დაათვალიეროთ ფოტო-ალბომი „ემილის თავგადასავალი“.

პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს საჩუქრად გადაეცემა წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსას მიერ დაწესებული წიგნი – ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელწინდა“ და ორი მოსაწვევი „პეპი გრძელწინდას“ პრემიერაზე, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართება. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს საჩუქრად გადაეცემათ „სანტა ესპერანსას“ მიერ დაწესებული წიგნები.