Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“საქმე სოც-არტის განგებ ხელყოფასთან გვაქვს”

5 ნოემბერი, 2016

1goga4– ვფიქრობ, საქმე გულგრილობასთან, ან სოც-არტის განგებ ხელყოფასთან გვაქვს, – აცხადებს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი. ის დედაქალაქში სოც-არტის განგებ ხელყოფის კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობს და ნახევრად ჩამონგრეული ცნობილი მოზაიკის ფოტოებს აქვეყნებს.

გოგა ჩანადირი:

“მეტროსადგურ “300 არაგველთან” მდებარე ბოჭორმის ქუჩაზე შევნიშნე, რომ ცნობილი საბჭოთა მოზაიკის ნახევარი ჩამონგრეულია. ჩემი ვარაუდით, ეს სამშენებლო კომპანიის მიზეზით მოხდა.

ვფიქრობ, რომ საქმე გულგრილობასთან, ან სოც-არტის განგებ ხელყოფასთან გვაქვს.

ეს ჩვენი წარსულია. თანაც, ქართული საბჭოთა მოზაიკა ნამდვილად საუკეთესოა და სახელმწიფომ მის დაცვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

თუ არადა, ავდგეთ და საბჭოთა პერიოდში გადაღებული ყველა ფილმი დავჭრათ, ლიტერატურა ცეცხლში მოვისროლოთ, იმ პერიოდის სიმღერების დროს ყურებში საცობი ჩავიტენოთ და ასე შემდეგ.

წარსულის უპატივცემულობამ კი იქამდე მიგვიყვანა, რომ დღეს არც ერთი ამფითეატრი გვაქვს, არც საკულტო ნაგებობა, არც ძველი დამწერლობის ნიმუშები და კიდევ ბევრი რამ.”

gogaaa