Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტრადიცია დავით სარაჯიშვილის დაბადების დღეზე

12 ნოემბერი, 2016

1david_sarajishvili– ყველგან და ყველაფერში უნდა იყო პატიოსანი ადამიანი. ეს უფრო მეტია, ვიდრე იყო მილიონების პატრონი! – ფრაზა ცნობილ ქართველ მეცენეტსა და საზოგადო მოღვაწეს დავით სარაჯიშვილს ეკუთვნის, რომლის დაბადებიდანაც 168 წელი შესრულდა.

სარაჯიშვილის კონიაკის წარმოების ფუძემდებლის დაბადების დღეზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი – სიმბოლურად ბორჯომის პლატოზე 168 ხე დაირგო.

ამიერიდან ყოველ წელს დავით სარაჯიშვილის დაბადების დღეზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს კომპანია “სარაჯიშვილისგან” იმდენი ხე შეემატება, რამდენი წლისაც დავით სარაჯიშვილი იმ წელს გახდებოდა.