Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლე კონსტანტინე ეროიანი შემოქმედებითი საღამოს გამართავს

29 ნოემბერი, 2016

konstantine6 დეკემბერს, სამშაბათს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შედგება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”-ს მე-10 კლასის მოსწავლის კონსტანტინე ეროიანის შემოქმედებითი საღამო.

კონცერტში მონაწილეობენ კვარტეტი „The Virtuous” კონსტანტინე ეროიანი (I ვიოლინო), დავით აკოფიანი (II ვიოლინო), ეკატერინე კაზარიანი (ალტი), ევგენი ინჩაგოვი (ჩელო).

სოლისტები კი არიან ნიკოლოზ ჯაფარიძე, სალომე ლომიძე, ხოლო კონცერტმაისტერი ირინა პლატონოვა.

პროგრამაშია: ჰ. ვენიავსკის, ი. ჰაიდნის, ა. პიაცოლას, ა. დვორჟაკის, ფ. ტელემანის, ე. მორიკონეს, პ. სარასატეს ნაწარმოებები.

konstanti

საღამოზე ასევე გაიმართება კონსტანტინე ეროიანის წიგნის „ჩემი ცხოვრების პატარა ამბავი“ პრეზენტაცია.

შემოქმედებითი საღამო ეროვნულ ბიბლიოთეკაში 19 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: ლადო გუდიაშვილის N7.