Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“იქნებ მიხვდეთ, რომ გოიმი, უკულტურო და გაუნათლებელი საზოგადოება ვერაფერს შექმნის”

25 ნოემბერი, 2016

irakli-jvaniaბევრჯერ გვსმენია, რომ კულტურა ერის სახეა. ისიც ხშირად გაგვიგონია, რომ ქართული კულტურა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, თუმცა სამწუხაროდ, კულტურა პრიორიტეტი არ არის სახელმწიფოსთვის.

ამის დასტურია ირაკლი ჟვანიას ჩანაწერი, რომელიც კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას, რომ კულტურას საკადრისი ყურადღება მიაქციოს:

“იქნებ ვინმემ გადასცეთ გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტარებს და ბიძინა ივანიშვილს, რომლის სულიერი შვილიცაა დღევანდელი ქართული მთავრობა და მხედრობა:

როდესაც ვინმე ერზე საუბრობს, იხსენებენ მწერლებს, კომპოზიტორებს, როკ თუ სხვა მუსიკოსებს, ფილმებს, მხატვრებს, მუზეუმებს, ფესტივალებს, სამზარეულოს – და არა ვის და რამდენი ოპერაცია გაუკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ, ან სად გაიხსნა თხილის ახალი ფაბრიკა.

როდესაც უინსტონ ჩერჩილს უთხრეს, კულტურაზე ხარჯები შევამცირეთ ომის გამოო, სიგარა გამოიღო და წარმოსთქვა: აბა რაღასთვის ომობს ინგლისიო?…

უინსტონ ჩერჩილების გამოჩენის იმედი ნაკლებადაა საქართველოს მთავრობაში, მაგრამ იქნებ მიხვდეთ, რომ გოიმი, ჩაკეტილი, უკულტურო და გაუნათლებელი საზოგადოება ვერაფერს შექმნის ღირებულს.

მოიკელით პრემიები, მოიკელით ”პაეზდკები” (მაინც არაფერი გამოგდით სტრასბურგში დამტვრეული ინგლისურით ბჟუტურით), მოიკელით 120-ათასიანი მანქანები და აგრძნობინეთ საზოგადოებას, რომ ჩერჩილი თუ არა გვყავს, არ ნიშნავს იმას რომ ოთახში შუქი გამოვრთოთ…”