Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ის, რაც 800 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ვერცერთმა მტერმა, გააკეთა შინაურმა”

2 ნოემბერი, 2016

1giorgi-kalandia– იმედია, ჭკუას ახლა მაინც ვისწავლით! ვინც ამ თემაზე კამათს დამიწყებს, ან ამ ფაქტის გამართლებას ეცდება, ჩემი მეგობრებიდან ვშლი. XXI საუკუნეა და ამიტომ უნდა გავიგოთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უნდა განაგებდეს სახელმწიფო და არა ეკლესია! – აცხადებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია და ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ფრესკების ფოტოს აქვეყნებს.

გიორგი კალანდია:

“აი, ასე გამოიყურება დღეს მეფეთა-მეფე თამარის და დიდი გიორგი მესამის ფრესკა! ის, რაც 800 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ვერცერთმა მტერმა და მომხდურმა, ის გააკეთა შინაურმა, ოღონდ უფრო საშიშმა და სამარცხვინომ, რადგან ეს შინაური არის ბნელი და გაუნათლებელი!

იმედი მაქვს, ეს იქნება კარგი გაკვეთილი მათთვის, ვისაც ჰგონია რომ საეკლესიო საგანძური მუზეუმებიდან უნდა გამოვიტანოთ, რომ ხატი თავის თავს დაიცავს, რომ მრავალსაუკუნოვანი ფრესკებისთვის სანთლის ჭვარტლი არაფერია.

varziaaaa

მორჩა და დასრულდა! იმისათვის რომ ჭკუა გვესწავლა საფრთხის ქვეშ თამარის ფრესკა დავაყენეთ! იმედია, ჭკუას ახლა მაინც ვისწავლით! ვინც ამ თემაზე კამათს დამიწყებს, ან ამ ფაქტის გამართლებას ეცდება, ჩემი მეგობრებიდან ვშლი.

XXI საუკუნეა და ამიტომ უნდა გავიგოთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უნდა განაგებდეს სახელმწიფო და არა ეკლესია!”