Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზაზა ნანობაშვილის ფილმი კიევში საუკეთესოდ აღიარეს

13 ნოემბერი, 2016

zaza-nanobashviliრეჟისორ ზაზა ნანობაშვილის ფილმი კიევის საერთაშორისო მართლმადიდებლურ კინოფესტივალზე “პოკროვი” საუკეთესოდ აღიარეს.

კინოფესტივალზე წარდგენილი 250 ნამუშევრიდან, ორაგნიზატორებმა 50 საუკეთესო ფილმი შეარჩიეს და მათ შორის მოხვდა ფილმი საქართველოდან.

ნამუშევარმა, რომელიც ემიგრანტებზეა და რეალურ ისტორიებს აერთიანებს, პროფესიონალურ ნომინაციაში პირველი დიპლომი მიიღო.

“ეპოქალური ტალღები – დაბრუნდებიან” – ასე ეწოდება დოკუმენტურ ფილმს, რომლის გადაღებებიც სალიტაციო ანჩისხატის მოლოცვის კვალდაკვალ 20-მდე ქვეყანაში მიმდინარეობდა.

ზაზა ნანობაშვილის ფილმი კიდევ რამდენიმე კინოფესტივალზეა მიწვეული.