Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ვინ გასცა თანხმობა ამის მშენებლობაზე?”

25 ნოემბერი, 2016

gergetis-samebaსაქართველოში მშენებლობების ბუმია. დედაქალაქსა თუ ქვეყნის ნებისმიერ რეგიორნში გამალებული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გამონაკლისი არც ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი რეგიონი ყაზბეგია.

ისტორიკოსი ვლას ვაწაძე სტეფანწმინდაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან მიმდინარე მშენებლობა გერგეტის სამებას დაფარავს.

ვლას ვაწაძე:

“სტეფანწმინდა. ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან შენდება სავარაუდოდ კაფე, ან სასტუმრო, ყოველ შემთხვევაში ამ ფოტოდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხედი გერგეტის სამებაზე იკარგება ამ კონკრეტული რაკურსიდან.

ხედი იქეთ იყოს და სტეფანწმინდა ერთ ერთი აქტიური ტურისტული ზონაა, სადაც ხალხი ამ ხედებისთვის მიდის და არა თანამედროვე “არქიტექტურული შედევრების” სანახავად. იგივე შენობა საპირისპირო მხარეს, რომ აეშენებინათ და არა ხედით გერგეტის სამებაზე და გერგეტის დასახლებაზე (ისიც გააჩნია, რამდენსართულიანი) ვფიქრობ თვალშიც არავის ჩაეჩხირირებოდა და სათქმელიც არაფერი იქნებოდა!

ვინ გასცა თანხმობა ამის მშენებლობაზე? რომელ სამინისტროს ეხება მსგავსი ბრძანებების გაცემა?
შთაბეჭდილება მექმნება, რომ საქართველოში თითოეული ძეგლი დასაცავია და თითოეულ ძეგლს ერთი ადამიანი უნდა დარაჯობდეს მუდმივად!

რაღაც მომენტში ინტერნეტ სივრცეში, რომ შემოვდივარ, უკვე იმის შიში მაქვს, კულტურის სამინისტროს წახალისებით, რომელი ძეგლი დამხვდება განადგურებული, გადაბუგული, ან აფეთქებული!”

gergetis-sameba7