Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვარსკვლავი თამრიკო ჭოხონელიძეს

21 ნოემბერი, 2016

tamrikoფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავთა ხეივანს კიდევ ერთი მომღერლის ვარსკვლავი შეემატება.

15 დეკემბერს ანსამბლ “მზიურის” ერთ-ერთი გამორჩეული წევრის თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნება.

ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით გაიმართება.

ვარსკვლავის გახსნამდე დიდ საკონცერტო დარბაზში საზეიმო საღამო ჩატარდება, რომელშიც ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.