Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“არ მინდა ერთი უკუდურესობიდან მეორეში გადავარდეთ!”

6 ნოემბერი, 2016

giorgi-kalandiaამ განცხადებას ისტორიკოსი გიორგი კალანდია აკეთებს და სასულიერო პირებსა და ძეგლის დამცველებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

გიორგი კალანდია:

“არ მინდა ერთი უკუდურესობიდან მეორეში გადავარდეთ! არ მინდა ვარძია გამოვშიგნოთ სულიერებისაგან და არც ის მინდა, რომ იგი მხოლოდ სასულიერო მოღვაწეთა განკარგვის ობიექტი იყოს.

არ მინდა ვარძიაში ლოცვა არ ისმოდეს, მაგრამ არც ის მინდა რომ მისი უნიკალური ქვაბებიდან “ფეჩის ტრუბები” იმზირებოდეს!

ასე რომ, საჭიროა დაჯდომა და მოლაპარაკების დაწყება. არ შეიძლება ტურისტს მღვდელი ისტორიულ ძეგლზე არ უშვებდეს ჩაცმულობის გამო, ფოტოების გადაღების ნებას არ აძლევდეს!

ამიტომ, მოდით, განვსაზღვროთ რა ტერიტორიაზე ვრცელდება ვარძიაში სასულიერო მოღვაწეთა უფლებები და სად იწყება სპეციალისტთა, რესტავრატორთა და ძეგლის დამცველთა კომპეტენცია!

თუ სპეციალისტები ჩათვლიან და თვლიან უკვე, რომ პარაფინიანი სანთელი და ქვაბებში ყოფაცხოვრება აზიანებს უნიკალურ ფრესკებს, რა პრობლემაა, სასულიერო მოღვაწეებმა გადაინაცვლონ გვერდით ქვაბებში, რომლებიც არაა ფრესკებით დამშვენებული, მხატვრულად მორთული, ამით არაფერი დაშავდება! ვარძიაში არც სულიერი ცხოვრება შეწყდება და არც ძეგლის განადგურების საფრთხე იქნება!

და კიდევ ერთი, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი! ამას ვამბობ როგორც ეკლესიის გულშემატკივარი და არა მოწინააღმდეგე! იმედი მაქვს, რომ ჩვენი დედა ეკლესია გამოთქვამს სურვილს და მთლიანად დააფინანსებს იმ სარესტავრაციო პროცესს, რომელიც გუშინ ვარძიაში დაიწყო! ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა ექნება!”