26 ნოემბერი, 2016

“დიტო ცინცაძის ძალიან კარგი სიტყვა”

1dito-cincadze– დიტო ცინცაძის ძალიან კარგი სიტყვა. ფუფუნებაში ცხოვრება და ჯიპებით სიარული უნდა იყოს სირცხვილი დღეს ყველასთვის. დღეს ნამდვილად სირცხვილია რომ იყო მდიდარი, როცა ამდენი ღატაკია ქვეყანაში. მე ჩემს ბევრ ახლობელსაც ვეუბნები: ჩამოდით ჯიპებიდან, გამოცოცხლდით და ნახეთ რა დღეშია ეს ხალხი! სირცხვილია დღეს რომ იყო მდიდარი. ღარიბულად თუ არ ცხოვრობთ, ასე მაინც გამოაჩინეთ…

როგორც პიერ ჟოზეფ პრუდონმა უკვე დიდი ხნის წინ თქვა, ყველა მსხვილი მესაკუთრე არის ქურდი. ჩვენ ახლა უკვე ნამდვილად ვრწმუნდებით, რომ ეს პოსტ-მოდერნიზებული ქურდები ღატაკების ხარჯზე მდიდრდებიან და ამაზე რომ განათლებული ადამიანი ჩუმად არის – ნამდვილად სირცხვილია, – აცხადებს დრამატურგი ირაკლი კაკაბაძე და ქართველი რეჟისორის დიტო ცინცაძის ჩანაწერს ავრცელებს.

დიტო ცინცაძე:

“ამ მთავრობამ პრემიები კი არ დაირიგოს, გადახედონ რა მდგომარეობაშია ხალხი და შერცხვეთ. ნუთუ არ ცხვენიათ? დღევანდელ სიტუაციაში მდიდარი რომ იყო, უნდა გრცხვენოდეს. როგორ შეიძლება ამით თავი მოგქონდეს? პირიქით, უნდა რცხვენოდეთ, რომ ვიღაცას შია. უნდა რცხვენოდეთ, ამხელა ჯიპებით რომ დაბოდიალობენ, გინდათ მღვდლები და გინდათ…

კარგით რა, როგორ არა გრცხვენიათ? თუ რაღაც სიკეთის კეთება გინდათ… პრაქტიკული სიკეთე – არსებობს ასეთი ძალიან ელემენტარული ტერმინი… მიეხმარე სხვას, ნუ გაღორდები… ღორობაში რომ გადადის ადამიანი, საშინელებაა. ჩაიხედონ სარკეში და შერცხვეთ. როცა ვიღაცას გარეთ შია, ვიღაცას უჭირს, ბავშვი ავად არის და მშობლებს ფული არ აქვთ, რომ გადაარჩინონ, ვიღაცა კიდევ გაღორებულია და არ იცის რამდენი მანქანა დააყენოს გარაჟში თუ ეზოში. ბოლო წამით ფასდება ადამიანი და მეტი არაფერი!”