10 ნოემბერი, 2016

გთხოვთ ყველას, ნუ დაიზარებთ!

natia-ferxuliსაოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, ნუ დაიზარებს ნურც მის ბოლომდე წაკითხვას და ნურც სიკეთის გაკეთებას.

ნინო მაჩაიძის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მისი კოლეგები. ახლა ჯერი რიგით მოქალაქეებზეა:

“მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, უბედური შემთხვევის შედეგად 17 წლის ულამაზესი და უსაყვარლესი ნათია ფერხული საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან გადმოვარდა. რის გამოც მას აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა, ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები. გაწეულია მნიშვნელოვანი ძალისხმევა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა ესაჭიროება ხანგრძლივი რეაბილიტაცია, რაც ძალიან ძვირი ჯდება. ნათია არის მრავალშვილიანი ოჯახიდან, ჰყავს მშობლები და ოთხი დედმამიშვილი, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია. მშობლები და მისი დედმამიშვილები ყველაფერს აკეთებენ, რაც მათი შესაძლებლობების ფარგლებშია, მაგრამ საჭიროა დამატებით კიდევ თანხების მოძიება.”

გთხოვთ ყველას, ნუ დაიზარებთ და შეძლებისდაგვარად გადავრიცხოთ ნებისმიერი თანხა ნათიას დასახმარებლად ანგარიშზე:

თი-ბი-სი ბანკი GE67TB7497945061100002
მიმღები: ამირან ფერხული