14 ნოემბერი, 2016

გაუფრთხილდი ისტორიას!

kulturis-palata– ასეთია ახალი პროექტის სახელწოდება, რომელსაც საქართველოს კულტურის პალატა განახორციელებს.

კულტურის პალატის ორგანიზებით ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა მონაწილეობით საჯარო შეხვედრები გაიმართება.

პროექტი ითვალისწინებს ხელოვანების, კულტურის სფეროს წარმომადგენლების და საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით ყოველთვიურ საჯარო შეხვედრებს.

ინივიატივა კულტურის პალატას ეკუთვნის. იდეის განხორციელების აუცილებლობა კი ამ სფეროში არსებულმა პრობლემებმა წარმოშვა.

კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ცნობილი და ღვაწლმოსილი ხელოვანებით. ჯგუფი განიხილავს შეხვედრის დროს წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს, იდეებს, წინადადებებს და დაიწყებს მუშაობას მისი განხორციელებისათვის.

– ჩვენი პროექტის მიზანია შექმნას რეალური სივრცე, სადაც ყველა ამ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა გამოთქვას თავისი აზრი, მიაწოდოს იდეა და შესაძლებლობები, შემდგომ უკვე ჯგუფთან ერთად ჩაერთოს კულტურისა და ხელოვნების დარგის განვითარების პროცესში. ჩვენ მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ის, რასაც ქართული კულტურა და ხელოვნება ჰქვია და სწორედ მათი სიტყვა უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამ კულტურის შემდგომ ხელშეწყობის საქმეში, რომ მათაც იგრძნონ – ქვეყანას ისინი დღემდე სჭირდება, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.