9 ნოემბერი, 2016

ბაგინეთში სამუზეუმო ინფრასტრუქტურა მოშლილია

baginetiბაგინეთში სამუზეუმო ინფრასტრუქტურა მოშლილია. გაფუჭებულია ტურისტული ბილიკი, ჩამოშლილია ხის დამცავი კონსტრუქცია, დაჟანგულია რკინის ჯებირები.

ინფორმაციას და ფოტომასალას ისტორიკოსი ვლას ვაწაძე ავრცელებს და სახელმწიფოს მიერ მუზეუმისთვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ხარჯვას ითხოვს.

ვლას ვაწაძე:

“ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ უყურადღებოდ მიტოვებული მუზეუმი. გაფუჭებული ტურისტული ბილიკი, ჩამოშლილი ხის დამცავი კონსტრუქცია, რომელიც ანტიკურ ქვევრებს იცავდა, ქვევრებზე დაფარებული ბრეზენტის ნაჭრები, რომელთაც ზემოდან არტეფაქტები ადევს, დაჟანგული რკინის ჯებირები და განადგურების პირას მყოფი ტურისტული ბილიკი.

ერთი სიტყვით, მოშლილი სამუზეუმო ინფრასტრუქტურა. ქართული სამუზეუმო silent hill-ი და მთავარი კითხვა – რაში იხარჯება სახელმწიფოს მიერ მუზეუმისთვის გამოყოფილი თანხა? რა გაკეთდა მუზეუმისთვის 2013 წლის შემდეგ? რატომ არ ჰყავს ვიზიტორები მუზეუმს?

იხილეთ ჩვენი დღევანდელი ფოტორეპორტაჟი ბაგინეთიდან!”

bagin

bagine

baginet