17 ნოემბერი, 2016

“არაფერი ამართლებს სახელმწიფო ენის უგულვებელყოფას”

1goga-chanadiri“ექსპოჯორჯიას” მე-11 პავილიონში “თბილისის წიგნის დღეები” მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა გამომცემლობები მკითხველს ახალ წიგნებს სთავაზობენ.

რიგით მკითხველებთან ერთად, ფესტივალს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირიც სტუმრობდა, რომელიც ორგანიზატორებმა გაანაწყენეს.

გოგა ჩანადირი:

“უკიდურესად გავბრაზდი იმის გამო, რომ უკვე მეორე წელია, “ექსპოჯორჯიის” მე-11 პავილიონში “თბილისის წიგნის დღეები” იმართება და გამომცემლობათა სტენდებზე ორგანიზატორები ქართულ წარწერას არ აკეთებენ.

შარშან ამის გამოსწორება თავაზიანად ვითხოვე.

არაფერი ამართლებს სახელმწიფო ენის უგულვებელყოფას, მით უფრო წიგნის ფესტივალზე, სადაც 95% წიგნებისა სწორედ სახელმწიფო ენაზე, ანუ ქართულად არის დაბეჭდილი.

მხოლოდ “პალიტრა ელმა”, “სანტა ესპერანსამ”, “წიგნები ბათუმში”, ქარჩხაძისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობებმა საკუთარი მცდელობით გააკეთეს ქართული წარწერა.

ძალიან უკმაყოფილო ვტოვებ პავილიონს. მაქვს იმედი, რომ მომავალში ქართულ ენას ასე უპასუხისმგებლოდ არ მოვექცევით.”