22 ნოემბერი, 2016

ირაკლი შანიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

irakli-shaსაქველმოქმედო ფონდმა ”სოციალური პარტნიორობა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფილოლოგისა და აკადემიკოსის აკაკი შანიძის შვილიშვილს დახმარება ესაჭიროება.

”არტინფომ” გაარცელა აღნიშნული ინფორმაცია და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა.

rrr

 

 

 

 

მოგვიანებით ფონდმა განცხადებაში ცვლილება შეიტანა და განმარტა, რომ ირაკლი შანიძე აკაკი შანიძის შვილიშვილი არ არის.

https://www.facebook.com/SocialPartnership/posts/838397176302357

ირაკლი შანიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ის ნამდვილი გმირია, რომელმაც ქვეყნის ინტერესები საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა დააყენა.

2008 წლის აგვისტოს ომმა მისი ბედნიერი ცხოვრება შეცვალა! ირაკლი მოხალისედ სამშობლოს მთლიანობის დასაცავად, ოჯახისგან მალულად ომში წავიდა, მაგრამ გამოუცდელმა მეომარმა საბედისწერო ჭრილობა მიიღო თავის არეში.

რამდენიმე დღეში დაჭრილი შვილი საკაცით მიუყვანეს დედას. არავის სჯეროდა, რომ ირაკლი გადარჩებოდა. შვილთან ერთად მხოლოდ მისი დედა – ქალბატონი ვიოლა დარჩა. მან ყველაფერი გაყიდა, რაც მის ოჯახს ებადა შვილის სიცოცხლე რომ შეენარჩუნებინა.

ir

და მართლაც, ღვთის წყალობით და ექიმების ძალისხმევით ირაკლი გადარჩა, ცნობიერება დაუბრუნდა, მან თავიდან შეძლო სიარული, ისწავლა ლაპარაკი… მაგრამ როგორც კი სამკურნალო თანხა ამოიწურა, ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ახლა ის სრულიად პარალიზებულია, ვერ ამოძრავებს კიდურებს, აქვს ნაწოლები და ნებისმიერი შეხება უდიდეს ტკივილს აყენებს. ირაკლის თავის წამოწევაც კი არ შეუძლია. ვეღარც ლაპარაკობს და მხოლოდ ცრემლებით ახვედრებს დედას, რომ ძალიან ცუდადაა…

ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო მიზერული შემწეობაა, რომელიც წამლის საყიდლადაც კი არ არის საკმარისი.

თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:

GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ირაკლი შანიძე).

ira