Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვასილ ამაშუკელის ძეგლი გაძარცვეს

24 ოქტომბერი, 2016

vasilქართველი რეჟისორისა და კინოოპერატორის ვასილ ამაშუკელის ძეგლი გაძარცვეს.

ქუთაისში საქართველოს სახალხო არტისტის ძეგლი 2013 წლის 26 მაისს კინოთეატრ ”საქართველოს” მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მოქანდაკემ ვასილ ამაშუკელი გადამღებ აპარატთან ერთად გამოაქანდაკა, თუმცა ხელოვანის ძეგლს გადამღები აპარატი მოპარეს.

ვასილ ამაშუკელი პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორია. 1908 წელს ბაქოში გადაიღო დოკუმენტური ფილმები, რომლებიც შემორჩენილი არ არის, ცნობილია მხოლოდ მათი სახელები და ქრონომეტრაჟი. ამ ფილმების გამო ქართული კინოს ათვლის წერტილად სწორედ 1908 წელი ითვლება.

1912 წელს ვასილ ამაშუკელმა ფირზე აღბეჭდა აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, რომელიც ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია.

ვასილ ამაშუკელის პატივსაცემად ჩატარდა პირველი ეროვნული კინოფესტივალი, ზეიმით აღინიშნა მისი 90 წლის იუბილე. ერთი წლის შემდეგ, კი 91 წლის ასაკში ის გარდაიცვალა.

ასე გამოიყურება ვასილ ამაშუკელის გაძარცვული ქანდაკება ქუთაისში:

vasilii