29 ოქტომბერი, 2016

უიტნი ჰიუსტონის და ბობი კრისტინა ბრაუნის ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდება

whitneyამ გადაწყვეტილებამდე მათი ნათესავები მივიდნენ და მომღერლისა და მისი ერთადერთი ქალიშვილის საფლავების გახსნა მოითხოვეს.

Radar Online-ის ინფორმაციით, უიტნი ჰიუსტონისა და ბობი კრისტინა ბრაუნის ცხედრებს ექსჰუმაცია უახლოეს მომავალში ჩაუტარდებათ.

მომღერლის ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები დედა-შვილის გარდაცვალებას შორის დიდ მსგავსებას ხედავენ და არ გამორიცხავენ, რომ ისინი ერთი და იგივე ადამიანმა მოკლა. ამ საქმეში კი მთავარი ეჭვმიტანილი ბობი კრისტინა ბრაუნის ქმარი ნიკ გორდონია.

კერძო დეტექტივის ჰოლ ჰებლის ინფორმაციით, დედა-შვილს სხეულზე ნაკაწრები და სილურჯეები ჰქონდა. მათი გარდაცვალებები საოცრად ჰგავს ერთმანეთს და დეტექტივს მიაჩნია, რომ ხელწერა ერთია.

უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში 4 წლის წინ გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი სასტუმროს აბაზანაში გარდაცვლილი იპოვნეს. მომდევნო წლის ზაფხულში კი მისი ერთადერთი ქალიშვილი, 22 წლის ბობი კრისტინაც აბაზანაში აღმოაჩინეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.