4 ოქტომბერი, 2016

“უარესის ღირსი ყოფილხარ ქართველო…”

robert4“საქართველო” – ასე უწოდებს რეჟისორი რობერტ სტურუა თავის ახალ ჩანაწერს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ სთხოვს დაფიქრებას და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის რეალურად შეფასებას.

რობერტ სტურუა:

“ბევრ განსაცდელს გადაურჩა ჩვენი ქვეყანა: სპარსეთი, არაბები, მონღოლი, სელჯუკნი, იმპერია, კომუნიზმი, წამგლეჯი მეზობლები… ზოგს ვაჟკაცობით ვჯობნიდით, ზოგს ჭკუით, ზოგს კუდის ქიცინით (რას იზამ, რომ არ შეწყდეს ერის ცხოვრება დამცირებასაც უნდა გაუძლო!) ზოგს ეშმაკობით ჯაბნი, ზოგს შენი სულიერი ძალა აბნევს და გაოგნებული უკან იხევს – სხვანაირად როგორ უნდა გაუძლო ამ შემოტევას – ყველა შენ გებრძვის!

და საოცრება! – გაუძელი, ენაც გახსოვს, სიმღერა, რწმენა, ქრისტეს არ უღალატე, მამა-პაპური ადათებს ერთგულად ემსახურები, საფლავებს იცავ, სუფრას წასულთა აჩრდილი გადმოგვყურებს! იყავ ბედნიერი შენს ულამაზეს ქვეყანაში – რა გინდა მეტი?!

არა, საშინელი ძალა ემუქრება საქართველოს – ქართველები!

წინ შეშლილი ნახევრადქართველი, გახრწნილი ბელადი მოუძღვის ქაჯებს! ჩვენი სისხლი სურს შესვას, ჩაგვიკლას ის წმინდა სული, ის სიმდიდრე, სასოებით რომ გადაარჩინა იბერიელთა მოდგმამ! თუ ამ ვერაგ ძალას ვერ გავუსწორდით, უარესის ღირსი ყოფილხარ ქართველო, მომავალს ვეღარ იხილავ, დანებდი და დატკბი შენი დაცემით!”