6 ოქტომბერი, 2016

“ცისანას 41-მდე თვლა სცოდნია”

cisana-nikaმომღერალი ცისანა სეფიაშვილი ბოლო პერიოდში ფართო საზოგადოების წინაშე აღარ ჩნდება, სამაგიეროდ, მამამისი, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი გააქტიურდა და თამაზ მეჭიაურის პარტიაშიც შევიდა, თუმცა მოგვიანებით პარტია დატოვა.

მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოკლე განცხადება გააკეთა:

“რუსთავი 2” “ქართულმა ოცნებამ” დაამაცხა ანგარიშით 41-5.”

ცისანას რეპლიკა უკომენტაროდ არ დაუტოვებია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას:

“ეს რო ბოდვაა და ქართული ოცნება უზრდელი, უვიცი, ბნელი, უპასუხისმგებლო და არასერიოზული გამოჩნდა, ახალი სახეები კი სრულიად ტყემალზე სხედან და არც ერთი არაფრის აზრზე არაა საერთოდ, და ყველა ერთად კიდე ნერვული აშლილობის ზღვარზეა, ეგ იქეთ იყოს.

მე ის გამიკვირდა, ცისანას 41-მდე თვლა რომ სცოდნია.”