თბილისობაზე საპატიო თბილისელები დასახელდნენ

tbilisobaთბილისობა 2016-ის ფარგლებში ილიას ბაღში საპატიო თბილისელები დასახელდნენ.

წელს ეს წოდება მოიპოვეს მსახიობებმა, ექიმებმა, ფეხბურთელებმა, მომღერლებმა, მოცეკვავეებმა, მხატვრებმა, მუსიკოსებმა, რეჟისორებმა.

საპატიო თბილისელების რიგებს შეემატნენ მსახიობები თამარ სხირტლაძე, ლალი ბადურაშვილი და ნოდარ მგალობლიშვილი. ანსამბლ “ერისიონის” საპატიო სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, ლოტბარი და მომღერალი რობერტ გოგოლაშვილი, ანსამბლ “სუხიშვილების” ყოფილი მოცეკვავე და ანსამბლ “რუსთავის” ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, მხატვარი დიმიტრი ერისთავი, მხატვარი, მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი რევაზ გაბრიაძე, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ექიმები ლევან ჭაჭიაშვილი და გელა მუხაშავრია და ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე.