22 ოქტომბერი, 2016

თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორიას სეკრეტის ქასთინგზე

takko18 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პარიზისა და მილანის მოდის კვირეულების მონაწილეა. თაკო არმანის სახეა და მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების ფავორიტია.

ამჯერად მოდელი კიდევ ერთი სერიოზული სიახლისთვის ემზადება. როგორც თაკოს დედამ, მოდელმა ნინო ცქიტიშვილმა განაცხადა, 18 წლის შესრულებისთანავე მის შვილს სააგენტო ნექსტი ვიქტორია სეკრეტის ქასთინგზე მიიყვანდა.

FashionHolics Online-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის ქასთინგში მიიღებს მონაწილეობას:

“დადასტურებული ინფორმაციით, თაკო ნაცვლიშვილი წლევანდელი ვიქტორიას სეკრეტის ქასთინგზე გადის.”