1 ოქტომბერი, 2016

“სხვისი სახლი” ისევ გრანპრის მფლობელია

sxvisi-saxlisრუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” ისევ გრანპრის მფლობელია. ფილმმა ორი დღის წინ მთავარი ჯილდო დაიმსახურა ნორვეგიაში, ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ამჯერად რუსუდან გლურჯიძის ფილმმა ერთდროულად ორი პრიზი მოიპოვა – გრანპრი Eurasia International Film Festival-ზე და ნეტპაკის პრიზი (Network for the Promotion of Asian Cinema).

NETPAC საერთაშორისო კულტურული ორგანიზაციაა, რომელიც კინემატოგრაფისტებს, კინოკრიტიკოსებს და სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს აერთიანებს.