23 ოქტომბერი, 2016

“სხვისი სახლი” ანტალიის კინოფესტივალის პრიზიორია

sxvisi-saxli-antaliashiრუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” წელს საქართველომ ოსკარზე წარადგინა.

ფილმმა უკვე მოასწრო რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობა და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია.

კარლოვი ვარის, ბერგენის და ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალებზე “სხვისი სახლი” პრიზებით დააჯილდოვეს. ფილმმა საერთაშორისო კულტურული ორგანიზაცია ნეტპაკის პრიზიც დაიმსახურა.

მორიგი გამარჯვება რუსუდან გლურჯიძის ფილმმა ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა.

“სხვისი სახლი” კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ინფორმაცია შეკრებილ საზოგადოებას ენდი მაკდაუელმა გააცნო.