10 ოქტომბერი, 2016

შიდა ქართლში ერთადერთი უნიკალური დარბაზი ინგრევა

darbaziსაქართველოში კიდევ ერთი კულტურული ძეგლი ინგრევა. შიდა ქართლის სოფელ წინარეხში მდებარე ე.წ. მარჯანიძის დარბაზი ერთადერთი შემორჩენილი დარბაზია, რომლის მდგომარეობაც დღითიდღე მძიმდება.

ინფორმაციას კახა ხიმშიაშვილი ავრცელებს და დროული რეაგირებისკენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს:

“გუშინ ვიყავი სოფელ წინარეხში, სადაც შიდა ქართლში ერთადერთი (sic!) შემორჩენილი დარბაზია, ე.წ. მარჯანიძის დარბაზი. ეს დარბაზი ვნახე პირველად ექვსიოდე წლის წინ. მას შემდეგ ძალიან, ძალიან დამძიმდა დარბაზის მდგომარეობა – ერდოს გარშემო ბანი ჩამოქცეულია, კოჭებს წყალი უდგება და შესაბამისად ლპება.

დარბაზი ისეთ დღეშია, რომ ზამთარს ან გადაიტანს, ან ვერა, დიდი ალბათობით თუ რადენადმე დიდი თოვლი მოვიდა დარბაზი ჩაიქცევა. რადგან ეს, როგორც ავღნიშნე, ერთადერთი ნიმუშია შიდა ქართლში შემორჩენილი დარბაზისა, ხომ არ იქნება საშუალება სასწრაფოდ გაამაგროთ იმდენად მაინც, რომ ზამთარი გადაიტანოს და შემდეგ იზრუნოთ სრულ რეაბილიტაციაზე.”

დღეს დარბაზი ასე გამოიყურება:

darbaz

darbazi1darba