24 ოქტომბერი, 2016

შეაფასეთ საბავშვო ევროვიზიისთვის დაწერილი სიმღერა

sabavshvo-evroviziaსაბავშვო ევროვიზია 2016 მალტის დედაქალაქ ვალეტაში 20 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს წლევანდელ კონკურსზე 10 წლის მარიამ მამადაშვილი წარადგენს. მომღერალი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად შეარჩია.

სპეციალურად საბავშვო ევროვიზიაზე წარსადგენად მარიამისთვის პროდიუსერმა და კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ სიმღერა დაწერა.

“მზეო” – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც უკვე ჩაიწერა და ინტერნეტშიც გავრცელდა.

“არტინფო” გთავაზობთ წლევანდელი საბავშვო ევროვიზიისთვის შექმნილ სიმღერას ქართველი კონკურსანტის მარიამ მამადაშვილის შესრულებით.