18 ოქტომბერი, 2016

“საუბედუროდ, საზოგადოების დიდი ნაწილია ამ სამარცხვინო სენით ავად!”

bachoსაოპერო მომღერალი ბაჩო ნაკაშიძე არაერთი საერთაშორისო ფესტივალის და კონკურსის გამარჯვებულია.

მიღწეულ წარმატებებს მომღერალი ხშირად აცნობს ფართო საზოგადოებას და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ასკვნის, რომ ეს მეთოდი ყველაზე კარგად მუშაობს პიროვნების ამოსაცნობად.

ბაჩო ნაკაშიძე:

“თუ გინდათ რომ “ქართველი” “დაიბოღმოს”, საკუთარი წარმატების შესახებ უნდა უამბოთ რამე.. (საერთოდ, ეს მეთოდი კარგად მუშაობს, პიროვნების გამოსარკვევად).

საბედნიეროდ, ეს ყველას არ ეხება და, საუბედუროდ, საზოგადოების დიდი ნაწილია ამ სამარცხვინო სენით ავად!..

ამ მანკიერებამ ყველგან შეაღწია, უცნობებსა და ნაცნობებში, მეგობრებსა და ნათესავებში!

გაიწმინდეთ ხალხნო გულები! ამაზე დიდი ბედნიერების განცდა არ არსებობს, როცა გული სუფთაა და ყოველი ქართველის მიღწეული წარმატებით ისე ხარობ, როგორც საკუთარით!

პატარა ერი ვართ და ერთმანეთის სიკეთე უკეთესია, ვიდრე ცუდი!
არაფერი ისე არ გვაუშნოებს, როგორც ეს მანკიერება!

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გამარჯვებით სიხარული! თითოეული ქართველის წარმატებას მთელი ერი უნდა განიცდიდეს როგორც პირად წარმატებას! მთელი ერი უნდა ხარობდეს ისე, როგორც ერთი მთლიანი და განუყოფელი ორგანიზმი!

მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ, ჭეშმარიტ გამარჯვებას!
ეს არის ბრძოლა საკუთარ “ეგოსთან” და ყოველ თქვენგანს და ყველას ერთად, ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ!!!
მიყვარხართ ქართველებო!!!”