24 ოქტომბერი, 2016

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების გამარჯვება

kvnსაქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები სვეტლოგორსკში დააჯილდოვეს.

ქართველმა მან-სან-კანელებმა Голосящий КиВиН-ზე სპეციალურად მომზადებული მუსიკალური ნომერი წარადგინეს და დამსწრე აუდიტორიის, ჟიურის და წამყვანის ალექსანდრე მასლიაკოვის მოწონება დაიმსახურეს.

ყოველწლიურ ფესტივალში ქართველები სისტემატურად მონაწილეობენ, თუმცა ჯილდოს მფლობელები ამ დრომდე ვერ გახდნენ.

წელს საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებს გაუმართლა და Голосящий КиВиН-ის ჯილდო საუკეთესო მუსიკალური ნომრისთვის პირადად ალექსანდრე მასლიაკოვისგან მიიღო.