31 ოქტომბერი, 2016

საერთაშორისო დონის უცხოელი შემსრულებლები თბილისში ჩამოდიან

ornamentთბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ,,ORNAMENT FEST’’ 4 ნოემბერს გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში დედაქალაქს საერთაშორისო დონის ოთხი უცხოელი შემსრულებელი Oliver Huntermann, Dusty Kid, Nthng და Markus Suckut ეწვევა.

“ORNAMENT FEST’’-მა ქართველი აუდიტორიის ხედვა გაითვალისწინა და გადაწყვიტა, შექმნას განსხვავებული და ახლებური მიმართულება არსებულ ბაზაზე, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ელექტრონული კულტურის განვითარებას.

ეს არის ახალი, განსხვავებული და უკონკურენტო პროექტი, რადგან საქართველოს მუსიკალურ ინდუსტრიაში დღემდე არ გამართულა მსგავსი ფესტივალი და წარმოადგენს თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების სინთეზს. პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმართველობები.

პერფორმანსი მოიცავს ცალ-ცალკე არსებული, განსხვავებული და ილუმინატორული მიმართულებების სინთეზს, რომლის პირველი ნაწილიც 4 ნოემბრის ღამეს იქნება წარმოდგენილი.

მთელი ღამის განმავლობაში 23:00 საათიდან ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ელით საოცარი საღამო, რომელსაც შოუს ელემენტებით გააფორმებს საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი. ღონისძიება დილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი, TSU ART და STREET ART.