რეზო გაბრიაძეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა

1rezo-gabriadze80 წლის რეჟისორს, მხატვარსა და მწერალს რეზო გაბრიაძეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ქართულ კულტურაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა პიროვნებამ ვერ შეძლო წლევანდელ “თბილისობაზე” დასწრება და სპეციალურად მისთვის განკუთვნილი საპატიო თბილისელის წოდების მიღება.

ინფორმაცია საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რეზო გაბრიაძემ საგანგებო წერილით თავად გაავრცელა:

“ჩემთვის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მონიჭების შესახებ უდიდესი პატივია. მადლობელი ვარ დედაქალაქის წინაშე ჩემი მოკრძალებული წვლილის ესოდენ მაღალი შეფასებისთვის.

ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საზღვარგარეთ მიწევს სამკურნალოდ გამგზავრება და ვერ ვესწრები ამ საპატიო ცერემონიალს.

კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას ვუხდი ქალაქ თბილისის მერიას, დედაქალაქის საკრებულოს, ძვირფას თბილისელებს.

პატივისცემით, კეთილი სურვილებით და მადლიერების გრძნობით რეზო გაბრიაძე.”
gabriadze