Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქველმოქმედება ექვთიმე თაყაიშვილის ფილმისთვის

12 ოქტომბერი, 2016

ekvtime-tak“არტინფო” უკვე წერდა, რომ ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე ექვთიმე თაყაიშვილზე მხატვრულ ფილმს იღებს.

ფილმზე შემოქმედებითი ჯგუფი საკუთარი ძალებით და კეთილი ადამიანების დახმარებით მუშაობს, სადაც მთავარ როლს – ექვთიმე თაყაიშვილს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

ფილმის დასასრულებლად 200.000 ლარია საჭირო. ამ თანხის მოსაგროვებლად შემოქმედებითი ჯგუფი სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს, რომ საჭირო ფული შეგროვდეს და ფილმის გადაღებები ბოლომდე იქნას მიყვანილი.

– ერთად გავაცოცხლოთ ამ უდიდესი ქართველის ცხოვრება და უნიკალური ისტორია! – ამ მოწოდებით 13 ოქტომბერს ფილმის “ექვთიმე” მხარდასაჭერად საქველმოქმედო ვახშამი პირველად შედგება. რესტორანში “მეგრული სახლი” გამართულ ვახშამზე შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ფილმის ანგარიშზე და მოხმარდება გადაღებების დასრულებას.

ღონისძიებას დაესწრებიან ფილმის რეჟისორი, მსახიობები და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები.

საქველმოქმედო მოსაწვევის შეძენისას ნებისმიერი თქვეგანი ავტომატურად გახდება “ექვთიმე”-ს ფილმის პრემიერის მოსაწვევის მფლობელიც, რომელიც გაიმართება თბილისში 2017 წლის იანვარში.

საქველმოქმედო ვახშამზე გაიმართება ფილმის უკვე გადაღებული სცენების ექსკლუზიური ჩვენება.

შესრულდება ფილმის საუნდთრექი.

შედგება ფილმის რეკვიზიტების ძალზედ საინტერესო აუქციონი.