9 ოქტომბერი, 2016

“ყველაფრის ღირსი ვართ!”

1ketevan– აღარ არის დრო გონზე მოსვლის?- აცხადებს მსახიობი ქეთევან კიკნაძე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლეს მიაჩნია, რომ ყველაფრის ღირსი ვართ.

ქეთევან კიკნაძე: ·

“ჩვენ ყველაფრის ღირსი ვართ, ყველას თავზე რომ ვისვამთ და ვუძვრებით. აღარ არის დრო გონზე მოსვლის?

საქართველო რომ ქართველებს არ ეკუთვნის ვეღარ უნდა გაიგოთ? მაგრამ საქმე იმაშია, რომ სკამზე მოექცევით თუ არა, გგონიათ რომ ყველაფერზე თავი უნდა დახაროთ, ჩინელები, არაბები, ინდოელები, ამერიკელები ჰოლანდიელები და კიდევ რა ვიცი ვინ არა… კოჰაბიტაცია არ დაგავიწყდეთ გზა და გზა. ინგლისურის მასწავლებლები, ქართული რომ არ იციან.

ჩემი შვილიშვილი უთარგმნის ბავშვებს რას ლაპარაკობს ინგლისურის მასწავლებელი, იმის მაგივრად, რომ იქით გაიგზავნოს კვალიფიკაციაზე მასწავლებლებიც და ზოგიერთი დამღუპველი ექიმები.

ღმერთი თავის სახეს მალავს, ადამიანებს კი არ ყოფნით ძალა კაცობრიობის მოვლენებზე სწორად და ადამინურად იცხოვრონ, ჩვენ კი ღმერთის გამოჩენას ველით. ის კი მაღლაა, ძალიან მაღლა და ჩვენი ხმა არ სწვდება ყოველთვის.”