Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ყველა კომპოზიტორს ერთად ჩააფურთხეს სულში”

17 ოქტომბერი, 2016

tbilisobis-koncertiთბილისობის ორდღიანი დღესასწაული გალაკონცერტით “ჩემო თბილის ქალაქო” დასრულდა. ევროპის მოედანზე გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა და ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები ახლებური ინტერპრეტაციით შეასრულეს.

სწორედ ახლებურმა ინტერპრეტაციამ გააღიზიანა მსმენელი. კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა ბიძინა კვერნაძის გენიალური “შემოდგომის ყვავილებს” ჯგუფ “ნიუტონის” შესრულებით მიუღებლად მიიჩნია.

ოთარ ტატიშვილი, კომპოზიტორი:

– ავტორის ჩანაფიქრის ასეთი ფორმით მიწოდება ჩემთვის მიუღებელია და კარიკატურის ტოლფასია, რასაც ბატონი ბიძინა კვერნაძე არ იმსახურებს ნამდვილად. შესაძლოა ახლებურად საინტერესოდ გააჟღერო, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად და მოწიწებით, ისე რომ ავტორის ჩანაფიქრი და სიმღერის დრამატურგია არ შეილახოს. არ ვიცი, აბა თქვენ განსაჯეთ, იქნებ მე სულ გამოვშტერდი? დროს ჩამოვრჩი და აღარაფერი მესმის ქვეყანაზე. რაც მთავარია წამყვანებს ძალიან მოსწონთ დაწერილი სცენარის მიხედვით.

დავით ფოცხიშვილი, ქორეოგრაფი:

– ვუყურე კონცერტს “ძველ თბილისში” რომ გაიმართა და გადავირიე, სიმღერა რომ არის “ხუჭუჭა პატარა” ჯერ რას გვანან ეს მომღერლები, რა მიმდევრობაა ვერ ჩავწვდი მე, როგორც მელომანი… ალბათ მიმდევრობა “ძონძი” როგორ აცვიათ, ეს არის სტილი და მოდა? ამ სიმღერაში ფული მიცეს ხო? ან მელოდია როგორ დაუმახინჯებიათ, გემოვნება ჩკა….. საღოლ! ეგრე გააგრძელეთ! და ბოლოს 2 კაცი გეყოლებათ ესტრადას დარბაზში….

ნატო ებანოიძე, მსახიობი:

– შემთხვევით გადავრთე კონცერტზე, რაც მიდის სახალხოდ და მეჩვენება, თუ დაგვცინიან. ქართული ჰიტები რაც არაფერში არ წერია, ვერცერთ სიმღერა ვერ ვიცანი, რა უქნეს ვერ ვხვდები. მე მეჩვენება თუ ასეა მართლა?

ჯონი ჯანაშია, მომღერალი, ექიმი:

– ვინც უყურა “თბილისობის” კონცერტის ტრანსლაციას, მითხარით თუ გსმენიათ ოდესმე ქართული სიმღერების ასეთი მასობრივი გაუპატიურება? ყველა კომპოზიტორს ერთად ჩააფურთხეს სულში.

თამაზ ორაშვილი, პროდიუსერი:

– ორი გამოსვლის შემდეგ Red Hot Chili Peppers-ის 2016წლის კონცერტს ვუყურე…