4 ოქტომბერი, 2016

ქართველი პიანისტის სოლო კონცერტი მოცარტის სახლ-მუზეუმში

sandro-gegechkoriავსტრიის ქალაქ ვენაში მდებარე მოცარტის სახლ-მუზეუმში მრავალი რესპუბლიკური თუ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და სხვადასხვა ფესტივალის მონაწილე ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი სოლო კონცერტს გამართავს.

ახალგაზრდა პიანისტის საფორტეპიანო მუსიკის საღამო ვენაში 29 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

სანდრო გეგეჭკორი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ორგანყოფილებიან კონცერტს შესთავაზებს.

კონცერტის პირველ ნაწილში შესრულდება შოპენის პოლონეზი ლა მაჟორი, ბალადა N1, ეტიუდი N23 და N24 და მოცარტის სონატა N13. მეორე განყოფილებაში კი მსმენელისთვის ბეთჰოვენის სონატა N8 (პათეთიკური) და ლისტის მეფისტო ვალსი აჟღერდება.