ქართველი პიანისტის გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე

aleqsandre-julakidzeბოლო პერიოდში ქართველი მუსიკოსები სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში წარმატებებს აღწევენ და საპრიზო ადგილებს იკავებენ.

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დასრულდა რიგით მეცხრე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (Concours international de piano Nice Côte d’Azur 2016), სადაც სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტებს შორის საუკეთესოები გამოავლინეს და გამარჯვებულებიც დაასახელეს.

საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი ქართველი პიანისტი ალექსანდრე ჯულაყიძე გახდა.