23 ოქტომბერი, 2016

ქართველი მევიოლინე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

verikახალგაზრდა ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

პოლონეთის ქალაქ პოზნანში ჰენრიკ ვენიავსკის სახელობის რიგით მე-15 საერთაშორისო კონკურსი გაიმართა.

სხვადასხვა ქვეყნის მევიოლინეებთან ერთად, კონკურსში ქართველი მევიოლინე 20 წლის ვერიკო ჭუმბურიძეც მონაწილეობდა, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა და კონკურსის გამარჯვებული გახდა.

კონკურსის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მეორე, მესამე და მომდევნო საპრიზო ადგილები სამხერთ კორეის, იაპონიის, ამერიკის, ტაივანის და პოლონეთის კონკურსანტებმა დაიკავეს.