ქართველი კომპოზიტორის ფრანგული აღიარება

1levan-basharuliახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი ლევან ბაშარული წლებია გერმანიაში ცხორვობს. მისი მუსიკა ჟღერს ყველგან, მათ შორის კინოფილმებშიც. ლევანი სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულია. ამჯერად ქართველი კომპოზიტორი საკუთარ შემოქმედებას პარიზელ მსმენელს შესთავაზებს.

ლევან ბაშარული:

“პარიზში, ეიფელის კოშკის წინ შადრევნებთან გერმანელი ხელოვანების თანამედროვე შემოქმედებასთან ერთად, 12 საათის განმავლობაში ჩემი მუსიკა იჟღერებს. ყოველთვის მინდოდა პარიზში ჩასვლა, თუმცა ასეთი პროექტით ვერც ვინატრებდი. საღამოს 7-იდან ვინმე თუ ხართ ეიფელის კოშკთან, მესტუმრეთ!”