Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი ბარიტონის წარმატება სან ფრანცისკოს ოპერაში

20 ოქტომბერი, 2016

gagnidze-giorgiქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე სან ფრანცისკოში იმყოფება, სადაც რიგით 94-ე საოპერო სეზონის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი გაგნიძე სან ფრანცისკოში რჩება, რადგან სულ მალე კლასიკური მუსიკის მოყვარული საზოგადოება ჯუზეპე ვერდის “აიდას” მოისმენს, სადაც ქართველი ბარიტონიც იმღერებს. პრემიერა 5 ნოემბერს არის დაგეგმილი.

გიორგი გაგნიძე:

“ამჟამად ვიმყოფები სან ფრანცისკოში, სადაც უკვე 94-ე სეზონი გაიხსნა. უმბერტო ჯორდანოს “ანდრეა შენიე” – ასე ჰქვია ამ ოპერას, სადაც ვიმღერე ბარიტონის წამყვანი როლი – კარლო ჟერარი. იყო უდიდესი წარმატება, რასაც მოწმობს ადგილობრივი პრესა და დიდი აღფრთოვანება, რაც სპექტაკლს მოჰყვა.

ოპერას დირიჟორობდა ნიკოლა ლუიზოტი, წამყვან პარტიებს ასრულებდნენ ტენორი შენიე, იონგჰონ ლიი, სოპრანო მადალენა ანა პიროცი და ბარიტონი ჟერარი გიორგი გაგნიძე. ოპერის თემა საფრანგეთის რევოლუციას და უიმედო სიყვარულს ეხება.

ახალი სეზონის გახსნაზე მოწვეულები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი სახეები კატი და რიჩარდ ჰილტონები, ჯონ და ლუის გროტს, კაროლინა სანდლერი.

ამ დროისთვის ისევ ვრჩები სან ფრანცისკოში და ვაგრძელებ ახალ დადგმაზე მუშაობას. ეს იქნება ჯუზეპე ვერდის “აიდა”, სადაც ამონასროს ვიმღერებ. ოპერას ცნობილი რეჟისორი ფრანჩესკა ძანპი დადგამს, იდირიჟორებს ნიკოლა ლუიზოტი, სპექტაკლის პრემიერა კი 5 ნოემბერს არის დაგეგმილი.”