ქართული ფილმი სტამბულის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

nino-basilias-gamarjvebaსტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა ქართული კინემატოგრაფისთვის.

კინოფესტივალზე “Crime and Punishment” ჟიურის პრიზი რეჟისორ ნინო ბასილიას ფილმს “ანას ცხოვრება” გადაეცა.

ფილმისთვის ეს პირველი ჯილდო არ არის. ნინო ბასილიას ნამუშევარი დააჯილდოვეს სახალინის, ვალენსიის, ბუენოს აირესის საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულია.

“ანას ცხოვრება” ნინო ბასილიას სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმია და ის მარტოხელა დედის მძიმე ცხოვრებას მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს.