ქართული ფილმი მიჩიგანის კინოფესტივალის ფინალისტია

tuta-michiganis-festivalzeცენტრალური მიჩიგანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მოვლენაა კინოსამყაროსთვის.

ფესტივალი ცენტრალური მიჩიგანის სამაუწყებლო და კინო ხელოვნების უნივერსიტეტის და ცენტრალური მიჩიგანის ფილმის საზოგადოების მხარდაჭერით ტარდება.

წელს კინოფესტივალის ფინალისტთა შორის ქართული ფილმიც აღმოჩნდა. რეჟისორ სანდრო სულაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “თუთა” ცენტრალური მიჩიგანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფინალისტია.

მთელი მსოფლიოდან საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმებს ფესტივალი 10-19 თებერვალს უმასპინძლებს.

ფილმში “თუთა” გაუკაცრიელებულ, მთებში მიკარგულ სოფელში გამოკეტილი 17 წლის თუთა მშობლიური სახლიდან წასვლასა და საკუთარი ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობს.