25 ოქტომბერი, 2016

ქართული ფილმი მექსიკაში სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს

qartuli-kinoმექსიკაში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე DocsMX ქართული ფილმი სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.

სექციაში Around the cities სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძის და დავით მესხის 76 წუთიანი დოკუმენტური ფილმი “როცა დედამიწა მსუბუქია” საუკეთესოდ დაასახელეს.

ფილმი თანამედროვე ახალგაზრდებზეა.ეს არის ისტორია სკეიტბორდისტი და მუსიკოსი ბავშვებისა, რომლებიც დაკარგულები არიან პოსტ საბჭოთა ქვეყნის სადავო რეალობაში, სადაც მარტივად შეიძლება გახდე ეკლესიისა და პოლიტიკის ძალაუფლების მსხვერპლი.

ისინი ეძებენ თავიანთი თავისუფლების არ არსებულ ადგილებს და რომანტიულ განწყობას ზრდასრულთა სამყაროში, რომელსაც ბევრი არაფრის შემოთავაზება შეუძლია. ისინი ცდილობენ თავიანთი გზები მონახონ პროტესტის გამოსახატავად, სათამაშო მოედანზე დამკვიდრებულის ტრანსფორმაციის გზით. ისინი ძალადობის და აგრესიის ხმის გადაფარვას საკუთარი ხმებით ცდილობენ.

შეძლებენ თავისუფლების მოპოვებას? ეს დოკუმენტური ფილმი არის პასუხი საზოგადოებისათვის, მცდელობა თანამედროვე ზღაპრის შექმნისა და თანამედროვე ცივილიზაციაში ცოტაოდენი ჯადოსნობის დაბრუნებისა.