ოთო ნემსაძე ბრიტანული “ნიჭიერის” რჩეულია

1oto“ჯეოსატრისა” და “ბრავოს” გამარჯვებული მომღერალი ოთო ნემსაძე ბრიტანული “ნიჭიერის” რჩეულია.

ოთომ საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებს გარეთ დემონსტრირება უკრაინიდან დაიწყო, სადაც “ვოისში” მიიღო მონაწილეობა, ფინალამდე მივიდა და მეორე ადგილი დაიკავა.

ამჯერად ოთო ბრიტანული “ნიჭიერის” რჩეული გახდა. მან წარმატებით გაიარა წინაშესარჩევი ეტაპი და შოუს ორგანიზატორებისგან მიწვევაც მიიღო, თუმცა პროექტში მონაწილეობას ვერ იღებს.

ოთო ნემსაძე:

“დაღმართებს აღმართები მოსდევს და პირიქით – არ მჯერა. შენით ქმნი ყველაფერს და ნუ დაელოდები დაღმართის დასრულებას!!!

ამჯერად უბრალოდ ვიზა არ მომცეს

სხვა რაღაცას გავაკეთებ და უფრო უკეთესს……”

oto-britanul-nichiershi