2 ოქტომბერი, 2016

“მივმართავ კულტურის სამინისტროს!”

mixeil-zaqariashvili1“მივმართავ კულტურის სამინისტროს, მთავრობას, მუსიკოსებს, მომღერლებს, კომპოზიტორებს, მის კოლეგებს, მეგობრებს, უბრალო ხალხს, მის მსმენელს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს, ვინც კარგად იცნობს ზურაბ მანაგაძის შემოქმედებას, დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ გაიხსნას ზურა მანაგაძის ვარსკვლავი!” – აცხადებს მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი:

“მართალია მე მასთან არ მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ, ამაშიც არის რაღაც ხიბლი, ვიღაცამ ხომ უნდა მოითხოვოს? ის ამას ნამდვილად იმსახურებს კაცური ცხოვრებით, ქართველობით, ადამიანობით, ყველაფრით და, რაც მთავარია, შემოქმედებით. უამრავი ჰიტის ავტორია, ეს ყველამ კარგად ვიცით და, ვფიქრობ, მეც რაღაც დამეჯერება!

მოდით, მეგობრებო, ვარსკვლავი გავხსნათ ხალხის სურვილით. მე თქვენი იმედი მაქვს, რომ მხარში დავუდგებით ერთმანეთს და მივაღწევთ საწადელს! მინდა ბევრი ლაიქი და სურვილები გამოგზავნოთ, იქნებ ვისაც ეს ხელეწიფება დაინახოს, რომ ეს ხალხის სურვილია და რომ ის მართლაც იმსახურებს აღიარებას ჩინოვნიკებისგან! ხალხის აღიარებით კი ის დიდი ხანია ვარსკვლავია! ყველას გთხოვთ გააზიაროთ ეს სტატუსი მეგობრებო!”

zura-managadze