5 ოქტომბერი, 2016

ხელოვნების სასახლის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

xelovnebis-sasaxle– გახსოვთ თენგიზ აბულაძის „მონანიება“? გსმენიათ ქართველი არტისტების წარმატების შესახებ 55-ე ვენეციურ ბიენალეზე? თვალყურს ადევნებთ თბილისის ფოტო ფესტივალს? იცით, რომ საქართველოში ყველა რეგიონს თავისი ცეკვის ტრადიცია აქვს? – სწორედ ამ ამაღელვებელი სიტყვებით იწყება საქართველოს ხელოვნების სასახლის შესახებ სტატია ონლაინ ფლატფორმა “MuSEEum.net”-ზე.

ხელოვნების სასახლის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი პირველი მუზეუმია საქართველოდან, რომლის საგანძურიც სამუზეუმო სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ინტერნეტჟურნალმა საერთაშორისო არენაზე წარადგინა.

“MuSEEum” ყოველკვირეულად განახლებადი ჟურნალია, რომელიც გეხმარება აღმოაჩინო ხელოვნების სტანდატრული აღქმის მიღმა დარჩენილი დეტალები. ის საშუალებას გაძლევს ხუთივე გრძნობის გააქტიურებით დაინახო, შეეხო და ახლებურად შეიგრძნო ხელოვნების უნიკალური სამყარო.

http://museeum.net/article/272/art-palace.html

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ხელოვნების სასახლესა და “MuSEEum”-ს შორის დაწყებული თანამშრომლობა გრძელვადიანი პროცესია და დღეიდან ეროვნული საგანძურის შესახებ სიახლეები არამხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო აუდიტორიისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

http://museeum.net/