5 ოქტომბერი, 2016

Hard Rock Cafe-ს საჩუქარი “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეებს

sachuqari-atcledsთბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედს” Hard Rock Cafe-მ შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა.

დღეიდან “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ გიტარის ხელოვნებას EKO-S-300  GREAM-ის და AXL AS-750-SN Headliner Electric-ის მოდელის 4 სრულიად ახალ ელექტრო გიტარაზე.

„ნიჭიერთა ათწლედის“ კოლექტივი დიდ მადლობას უხდის Hard Rock Cafe-ს წარმომადგენლებს ასეთი ბრწყინვალე საჩუქრისათვის.